ფაკულტეტის სიახლეები
|
29 მაისი 2010 წელი2010 წლის 28-29 მაისს გაიმართა განათლების ფაკულტეტის დოქტორანტთა საგაზაფხულო რესპუბლიკური კონფერენცია მომხსენებლებმა წარმოადგინეს ცალკეული პრობლემები სადისერტაციო ნაშრომიდან და გაიარეს ერთგვარი აპრობაცია. ... სრულად »
|
|
|
05 მაისი 2010 წელი2010 წლის 27 მაისს პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ატარებს მაგისტრანტთა რესპუბლიკურ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 75 წლისთავს.
|
05 მაისი 2010 წელი2010 წლის 20 მაისს პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ატარებს დოქტორანტთა რესპუბლიკურ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლისთავს.
|
02 მაისი 2010 წელიშოთა რუსთაველის უნივერსიტეტის დაარსების 75 წლისთავს მიეძღვნა დასავლეთ საქართველოს ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში. ჩემპიონატი ჩატარდა 6 წონით კატეგორიაში 60კგ. 70კგ. 70კგ.(გოგონები) 80კგ. 90კგ. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ: ჭიათურის, რაჭის, საგარეჯოს, სტეფანწმინდის, ქუთაისის, ხულოს, ბათუმის, ხელვაჩაურის ახალგაზრდები. ... სრულად »
|
01 აპრილი 2010 წელი2010 წლის 1 აპრილს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ–მასწავლებლებმა შუა საუკუნეების ქართული კულტურის უდიდესი ნიშანსვეტი – გელათის მინასტერი მოინახულეს. დაათვალიერეს წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრები და გელათის აკადემიის რესტავრირებული დარბაზები.
იმავე დღეს სტუდენტები და ლექტორები ეწვიენ თანამედროვე ქართული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსს ოტია იოსელიანს. გაიმართა საუბარი მწერალსა და მკითხველებს შორის. სტუდენტებმა გამოავლინეს მწერლის შემოქმედების ცოდნა, დაუსვეს შეკითხვები და მწერლისგან მიიღეს ორიგინალური შინაარსის პასუხები. შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა.
|
|
|
|
|
|
|
02 მარტი 2010 წელიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი 2010 წლის 29 მარტს ატარებს რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ,,სწავლებისა და აღზრდის აქტუალური საკითხები’’. კონფერენციისათვის თეზისების წარმოდგენა წარმოებს 20 მარტამდე.
|
03 თებერვალი 2010 წელიოთხშაბათს, 3 თებერვალს 11 საათზე N-103 აუდიტორიაში ჩატარდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის პრეზენტაცია. ინფორმაცია გააკეთა სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა თამაზ დარჩიძემ. სიტყვით გამოვიდა პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სრული პროფესორი ი.ბიბილეიშვილი, შეიქმნა განათლების ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კლუბი.
|
19 დეკემბერი 2009 წელიგანათლების ფაკულტეტის სპეციალიზირებული საბჭოს სხდომაზე ჩატარდა მაძიებელ აკაკი ზოიძის სადისერტაციო ნაშრომის „თხზულების სწავლება“ (I-VI კლასებში) საჯარო დაცვა.
|
|
|
03 ნოემბერი 2009 წელი2009 წლის 2-3 ნოემბერს თბილისში გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, რომელიც ჩაუტარდათ ახლად შერჩეულ კოორდინატორებს რეგიონებიდან. აჭარიდან, ცენტრის მიერ შეარჩეულ იქნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების ფაკულტეტის,დაწყებითი განათლების სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი ნათელა იმნაძე. მას დაევალა დაინტერესებულ ლექტორ-მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისათვის ცენტრის მიერ წარმოდგენილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციების გაწევა.
|
29 ოქტომბერი 2009 წელი2009 წლის 29 ოქტომბერს რსუ–ს განათლების ფაკულტეტის დეკანის სრული პროფესორის ავთანდილ ქემხაძის თაოსნობით მოეწყო განათლების ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებელთა ექსკურსია ჯიხეთის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსში.... სრულად »
|
|
|
10 ოქტომბერი 2009 წელიექსკურსია ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში2009 წლის 10 ოქტომბერს პროფესორ იური ბიბილეიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ერთდღიანი სასწავლო ექსკურსია XIX საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნის, მოღვაწისა და მამულიშვილის ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში (სამტრედიის რაიონის სოფ. დიდი ჯიხაიში).
|
25 აგვისტო 2009 წელიგანცხადებაგანათლების ფაკულტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე... სრულად »
|
|
|
17 ივნისი 2009 წელი უნივერსიტეტის ეზოში განათლების დოქტორ ლია ინაიშვილის და მასწავლებელ მარინა ნაგერვაძის ხელმძღვანელობით მეორე კურსელების მიერ ჩატარდა შემოქმედებითი საღამო "პალიტრა".
|